ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები კვლავ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ამჯერად სავაჭრო ცენტრში განთავსებული ნაძვის ხე დაწვეს. მანამდე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გაუშვა. საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელმა დემონსტრანტებს დამიზნებით ესროლა. ადგილობრივები სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ტალღა ზაფხულში, ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის გაწვევით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები შეიცვალა.