logo
ENG



უწყვეტი პროტესტის მთავრობის ღობეშემორტყმულ ადმინისტრაციასთან

21 აპრ 202319:53
3 წუთის საკითხავი
 

მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მესამე ღამეს გაათენებენ. ხმაურიანი აქცია დღესაც უშედეგოდ დასრულდა. ღარიბაშვილი და პრემიერის ადმინისტრაცია აქონდროპლაცზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს არ ხვდება. პროტესტს რომ პრემიერამდე არ მიეღწია, ეს ახლადაღმართულმა ღობემ და პოლიციის მობილიზებამ უზრუნველყო. თვეებია, მშობლები დახმარებას და წამალს ითხოვენ.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ზრდაში შეფერხებასთან ერთად, იწვევს ხერხემლის გამრუდებას, ტვინში სითხის დაგროვებას. დიაგნოზი საქართველოსი დაახლოებით 16 ბავშვს აქვს. მათთვის ვოზორიდიტის შეძენა ბიუჯეტს წლიურად 3 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. ჯანდაცვის სამინისტროს უარი ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკას ემყარება. მშობლებს კი ხელთ აქვთ წამლის ავტორიზაცია და სახელმწიფოების მიერ დაფინანსების არაერთი მაგალითი, მაგრამ ამის მოსმენა პრემიერმა არც დღეს ისურვა.


close დახურვა