logo
ENG



უწყლობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - „ნაციონალური მოძრაობა“ ლეღვანელებს შეხვდა

26 ოქტ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
zmqacg8eg6xrpgs.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხარაგაულის რაიონში განაგრძობენ შეხვედრებს. გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და სოფელ ლეღვანის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელი სტიქიით არის დაზარალებული და ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათ არ აქვთ წყალი და მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.

"2012 წლამდე ის გზა, რასაც ვედექით და რასაც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა მოეტანა, მოკლეს 2013 წელს და შექმნეს რაღაც ბიუროკრატიული მონსტრი სახელმწიფოს მაგივრად, რომელსაც ადამიანისთვის ცნობილ წყობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის  ბიუროკრატიული, ოლიგარქიული, პირველყოფილი ფეოდალიზმი. აქ ყრია სტიქიური უბედურების შედეგად მოტანილი შეშა, რომლის აღების შემთხვევაშიც აქ ლეღვანში მოქალაქეს აჯარიმებენ. და ეუბნებიან, რომ 60 კმ-ის იქით მოგცემთ ტალონებს, რომ ერთი კუბი მეტრი მოჭრაო. ამაზე ამაზრზენი სახელმწიფო  აპარატი, რომელიც შექმნა ოლიგარქმა ამ ქვეყანაში, წარმოუდგენელია," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

 


close დახურვა