logo
ENG



უწყლოდ დარჩენილი სოფლები კახეთში - დახარჯული მილიონები და მოუგვარებელი პრობლემა

04 ივლ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

უწყლოდ დარჩენილი სოფლები კახეთში - არაერთი ჩატარებული  სამუშაოსა და  დახარჯული მილიონების მიუხედავად, მოსახლეობას წყალი არ აქვს. 

სოფელ კარდენახში, სადაც წყლის მოსაწყობად რვაათასლარიანი ტენდერი მოიგეს, სამუშაოებიც დაასრულეს - მაგრამ  5000-მდე ადამიანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება. ზოგ უბანში დღეში ერთი საათით , სხვაგან ორ-სამ დღეში ერთხელ. 

იგივე სურათია მეზობელ მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში.  ბოლო ორი წლის განმავლობაში იქ წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მოეწყო ჭაბურღილი და ახალი რეზერვუარი - წყალი მოსახლეობას დღეში დაახლოებით ოთხი საათით მიეწოდება, მაგრამ სასმელად უვარგისია. 

ორივე სოფლის შემთხვევაში კომპანიები, რომლებმაც წყლის მოსაწყობად ტენდერები მოიგეს და  საქმეების წარმოებისთვის  ფულიც მიიღეს, პირდაპირ ან ირიბად კავშირში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში წლებია, ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს  კომპანია „ჰიდროგეო“.   ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ   4 მილიონ  7 ათასი ლარის ტენდერი აქვთ მოგებული.  

რაც შეეხეა სოფელ ანაგას -  წყალმომარაგების სისტემის გასამართად 350 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება  შპს "ბურჯი პლუსს" გაუფორმეს. კომპანიის დამფუძნებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსია.  

„შაბათის ფორმულა“ თანამშრომლობას იწყებს  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება  „აი ფაქტთან“ - სწორედ მათ გაშიფრეს  კახეთში წყლის მოსაწყობად გახარჯული მილიონების სქემა. 


close დახურვა