logo
ENG



უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ - საგარეო

02 თებ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 
sdak1cur8lstvl4.jpg

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ ჩინეთის პროვინცია უხანიდან განახორციელა, საფრანგეთში არიან. ამის შესახებ "ფორმულას" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

"საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქარველოს ვიცე-კონსული. მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ისე -  ფრანგულ მხარესთან. ამასთან, გაცნობებთ, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 


close დახურვა