logo
ENG



ფადი ასლი: სამწუხაროდ, არ გვაქვს ქვეყნის განვითარების კომპლექსური პროგრამა

29 ოქტ 201917:38
3 წუთის საკითხავი
clock 1506
gktnompjhm5w9it.jpg

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფადი ასლის შეხვდა.

შეხვედრაზე ბიზნეს სექტორთან მიმართებაში, სახელმწიფოს როლსა და მის ჩართულობაზე ისაუბრეს.

ვაშაძის თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი ეს არის იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ყველა, მათ შორის ბიზნეს სექტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დაიძლიოს.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნეს სექტორმა. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ გაჭირვება დავამარცხოთ. ინვესტიციები უნდა შემოიტანოს ბიზნეს სექტორმა, სახელმწიფო კი უნდა იყოს, როგორც მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ამ სტრატეგიაში სწორედ ეს გვაქვს გათვლილი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს ქვეყნის განვითარების კომპლექსური პროგრამა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის განვითარების კომპლექსური პროგრამა. მოვუსმინეთ პრეზენტაციას, რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი. ეს პროექტი ღიაა ყველასთვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ხელისუფლებისთვის თუ  დამოუკიდებელი პირებისთვის,“- აღნიშნა ბიზნესმენმა ფადი ასლიმ.

 


close დახურვა