logo
ENG



ფავლენიშვილი: ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ესაა დემოკრატიის განადგურება

20 ოქტ 202613:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/20/scf2o2gwoha5rg5.png

ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის. 


close დახურვა