ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).