logo
ENG



ფარმაცევტულ პროდუქციაზე, ფასების ზრდის შეკავების მიზნით, პარლამენტში ინიციატივა შევიდა

08 ოქტ 201915:46
3 წუთის საკითხავი
 
78knuoap1hkvetx.jpg

 

დეპუტატმა მირიან წიკლაურმა და "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, ფარმაცევტულ პროდუქციაზე, ფასების  ზრდის შეკავების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გამართეს.

მათი თქმით, საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ყველაზე ძვირი, საქართველოში ღირს.

 

„ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ეყრდნობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის, რუსეთის, იაპონიისა და ინდოეთის მაგალითებს, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული. ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე, ანუ დამზადების ეტაპზე ფაბრიკაში, შემდეგ საბითუმო თუ საცალო ვაჭრობაში, სახელმწიფო ადგენს მარჟას, ბიჯს, თუ რამხელა ბიჯი შეიძლება ჰქონდეს მედიკამენტს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. 

კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინეს და განხილვები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხვალ დაიწყება.

 


 


close დახურვა