ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
სამართალდამცველებმა ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი „სუბოქსინი" აღმოუჩინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.