სასამართლოში არსებული კლანისა და სისტემის დასაცავად ქართული ოცნება რეფორმებს ან აფერხებს, ან მხოლოდ ფასადურ ცვლილებებზე მიდის - ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებები მწვავეა. პროცესი პარლამენტში ორი მიმართულებით მიდის. ერთი ის პროექტებია, რომელსაც ივანიშვილის გუნდი რეფორმებად ასაღებს, სპეციალისტების თქმით კი, სინამდვილეში არა მოსამართლეების თავისუფლებას, არამედ მათ მეტად დამორჩილებას ემსახურება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ისევ ღიად რჩება - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ პოზიციებს ეხება. 5 წევრის არჩევა, 2 წელია, ვერ ხერხდება.
ფასადური ცვლილებები და ინიციატივები ე.წ. კლანის დასაცავად
16 მაი 202320:10
3 წუთის საკითხავი