logo
ENG



ფაშინიანი: ძლიერ დამამწუხრა დუშეთის შემთხვევამ, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა

24 აგვ 202015:53
3 წუთის საკითხავი
 
87hacc2dp4nzi32.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"ძლიერ დამამწუხრა დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.  ვუსამძიმრებ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ფაშინიანი Twitter-ზე. 

შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა