logo
ENG



ფაშინიანი რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანის წინააღმდეგი არ იქნება

03 სექ 202614:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/m6qq1rsm4z37juh.png

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თუ რუსეთი სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ერევანი ამის წინააღმდეგი არ იქნება. ფაშინიანის თქმით, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს“.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ასევე, მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ეს საკითხი დღის წესრიგში არასდროს დაგვიყენებია“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ვლადიმერ პუტინის სიტყვებს მოჰყვა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის სომხეთიდან სამხედრო ბაზა დაუყოვნებლივ გაიყვანოს, თუ ერევანი ჩათვლის, რომ მისი ყოფნა საჭირო აღარაა.


close დახურვა