logo
ENG



ფაშინიანის პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, მათი შედეგი 50.2%-ია

20 ივნ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/20/uftj4s2rwbgsu00.jpg

პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშიანიანის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მისი პარტია სამოქალაქო შეთანხმება არჩევნებს იგებს. 

კერძოდ, მმართველმა გუნდმა არაოფიციალური ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 50.2% მიიღო, ხოლო მისი მთავარი ოპონენტის რობერტ ქოჩარიანის პარტიამ 15.7% მოაგროვა, მაქვს პატივი - 8.4% და პარტიამ აყვავებული სომხეთი - 6.4%.  

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები სარამოს 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა. 

მასში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია. 

25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

არჩევნებში მონაწილეობას მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება იღებდა. მათ გარდა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობდნენ: ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი, რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება. ასევე ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს. პარტია აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია. ასევე სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესი


close დახურვა