აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თეონა თურმანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ეთერიდან მოხსნეს.
თურმანიძე მიზეზად სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირებას ასახელებს.
„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება.
ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ.
მერე ვნახოთ“, - წერს ჟურნალისტი.