logo
ENG



ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

03 სექ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/03/cn688fnqt8et5qp.jpg

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რკინიგზის 2 თანამშრომელი,  რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. 

მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


close დახურვა