სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა. ურთიერთშელაპარაკების დროს კაცმა, ქალს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და გაიქცა. ცხედარი გამთენიისას იპოვეს. მოკლულის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესი ზომებით დასჯას ითხოვენ. მათი ვერსიით მკვლელობის დროს, დამნაშავე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცოლს ალკოჰოლისთვის თანხას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი სასიკვდილოდ გაიმეტა.
ფემიციდის მორიგი შემთხვევა ქვეყანაში - სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა
24 დეკ 202020:40
3 წუთის საკითხავი