ფემიციდის შემზარავი შემთხვევა აჭარაში. მოკლულია 34 წლის ქალი, რომელსაც ყელი მდინარის პირას გამოჭრეს. შემთხვევის ადგილზე ქალი მოტყუებითაა წაყვანილი. მოკლულის ქმარი მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებებით კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.