logo
ENG



ფერაძე: ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ

18 იან 202114:56
3 წუთის საკითხავი
 
ფერაძე: ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ

შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაკურიანში საოჯაცო სასტუმროების მფლობელებს, კერძო გამქირავებლებს ბინების გაქირავება აუკრძლეს და მოსთხოვეს, სტუმრებს ბაკურიანი 17 იანვრის ბოლომდე დაეტოვებინა. 

ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციამ მხოლოდ სასტუმროები შეამოწმა, რომელთა ფუნქციონირებაც დადგენილებით აკრძალულია. 

"ბაკურიანშიც ჩატარდა გეგმიური მონიტორინგი. შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი - სასტუმროს სტატუსით იყვნენ თუ საცხოვრისით. არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან, მით უმეტეს ჯარიმაზე საუბარი არ ყოფილა. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება. არ ყოფილა კერძო აპარტამენტებზე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი". - თქვა ფერაძემ. 

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ შეტყობინებები 16 იანვრის საღამოს დაიგზავნა. მისი თქმით, შეტყობინებები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაგზავნეს. ასათაშვილის თქმით, კერძო მესაკუთრეების დაშანტაჟებას ცდილობდნენ. 


close დახურვა