logo
ENG



ფერაძე: ბიზნესი უნდა დარეგისტრირდეს ელ.პლატფორმაზე, ჩატარდეს ტესტირება

18 იან 202113:14
3 წუთის საკითხავი
 

შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის თქმით, სავაჭრო ობიექტები ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომლის მიხედვითაც ჩატარდება ტესტირება. 

როგორც მან თქვა, რეგისტრაციის დეტალები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

შრომის ინსპექტორი ამბობს, რომ "ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება 1-ლი თებერვლიდან საქმიანობის განახლება" 

"დაანონსებულია, რომ 1-ლი თებერვლიდან მოხდება ბაზრების და მოლების ფუნქციონირების განახლება. ლაპარაკია დიდ ქალაქებზე, სადაც მეტი ადამიანია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც ბიზნესი დარეგისტრირდება მარტივად, ბიუროკრატიული პროცესების გარეშე. რეგისტრაციის საშუალებით ჩატარდება ტესტირება და ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება 1-ლი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ტესტირება არის დამატებითი მექანიზმი, ყველა აქამდე არსებული პროტოკოლი რჩება ძალაში. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით გაიხსნება ეკონომიკის სხვა სფეროები ". - თქვა მან. 

ფერაძისვე თქმით, იანვრის თვეში ტესტირება მთავრობის მიერ იქნება სუბსიდირებული. 

რამდენიმე კვირის წინ თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელმა, მთვრობასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სავაჭრო ობიექტებს დაემატათ ვალდებულება, თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება თავის ხარჯებით ჩაუტარონ. 


close დახურვა