logo
ENG



ფერაძე: გვინდა კანონიერ ქვეყვანაში ცხოვრება, ვდგევართ მშვიდად, ხელებაწეული

18 ნოე 201916:50
3 წუთის საკითხავი
 
tle97ua7xiayepp.png

„ფორმულასთან" საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ბრძლა წაგებული აქვს.

ფერაძის თქმით, აქციის მონაწილეები იდგებიან ბოლომდე, მშვიდად და ხელაწეულები.

„თუ დაკავებენ მოვა შემდეგი ტალღა. ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, ივანიშვილმა იცის, რომ ბრძოლა წაგებულია. ვართ გაცილებით ბევრი, ვიდრე ვდგავართ აქ. ეს არ არის უკანონობა, არ გვეშინია, ეს არის კონსტიტუციური ბრძოლა. გვინდა კანონიერ ქვეყვანაში ცხოვრება, ვდგევართ მშვიდად, ხელებაწეული," - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა. 


close დახურვა