logo
ENG



ფერიის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, დაშავებულია 33 წლის ქალი

22 სექ 202114:37
3 წუთის საკითხავი
clock 893

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 33 წლის ქალი დაშავდა. ოჯახის წევრების თქმით, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, ისინი სახლში იმყოფებოდნენ. 

როგორც ისინი ყვებიან, ქალი 1 წლის შვილს გადაეფარა, როდესაც მას კედლის ნაწილი დაეცა. 

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში უტარდება ოპერაცია

"დაშავებული ჩვენი რძალია, ფეხზე უკეთდება ოპერაცია. ბავშვი უნდა აეყვანა და მას გადაეფარა და კედლის ნაწილი მოხვდა ფეხზე", - ამბობს ოჯახის წევრი.

სტიქიის შედეგად დატბორილია ბათუმიც. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში. პარალიზებულია ქუჩები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. 


close დახურვა