პელე, დევიდ ბექჰემი, დიეგო მარადონა, კაკა, ზინედინ ზიდანი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები ექიმებს მადლობას უხდიან. სპორტსმენებმა საკუთარ სახლებში ჩაწერეს ვიდეოები, რომლებშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის ექიმებსა და ექთნებს მადლობას ტაშით უხდიან. "ფიფამ" ეს მიმართვები ერთ კლიპში გააერთიანა.
ვიდეორგოლი "ფიფას" ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ, ფებურთელები აპლოდისმენტებს შეჩვეული ვართ, თუმცა ახლა დროა თვითონ დავუკრათ ტაში მათ, ვინც სიცოცხლეს რისკავს ჩვენ დასაცავად,"- დაწერა ტვიტერზე კლიპის გამოქვეყნების შემდეგ დევიდ ბექჰემმა.