დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ფინეთის ნაკრებთან საფეხბურთო მატჩის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მას სტადიონზე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს.
მოგვიანებით ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანეს. ის საავადმყოფოში იმყოფება.
ერიქსენი თამაშის დროს არავის შეჯახებია - ის შეუძლოდ მოულოდნელად გახდა.
დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა.