logo
ENG



ფეხბურთის ფედერაცია: უცნობია, დაესწრება, თუ არა ესპანეთთან თამაშს მაყურებელი

16 მარ 202115:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/16/2okzjh7uurgx23u.jpg

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს მაყურებელი. ამის შესახებ ფორმულას ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მაყურებლის დასწრებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.

საფეხბურთო შეხვედრა 28 მარტს დინამო არენაზე გაიმართება.

ფორმულა ცდილობს თემაზე მთავრობის კომენტარის მოპოვებას.

ცნობისთვის, წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.

 


close დახურვა