logo
ENG



ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

13 ნოე 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, მოქალაქეებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფედერაციის თანამშრომელი და ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი, მან აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქტივისტებს ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ლევან კობიაშვილისთვის წიგნის, "ცხოველების ფერმის" გადაცემა სურდათ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქტივისტების პროტესტის მიზეზი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩი გახდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 


close დახურვა