ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პოსტზე კვლავ აირჩიეს - ის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 28 დელეგატმა მიიღო. მათ ერთხმად აირჩიეს კობიაშვილი, რომელიც თანამდებობაზე 4 წლის ვადით იქნება.
ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას 2015 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია.