სტოკჰოლმში ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს. პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სამი მეცნიერი გახდა. პრემიას ჯეიმს ფიბლსი, მიშელ მეიერი და დიდიე ქუელოზი გაინაწილებენ.
მეცნიერები სამყაროს ევოლუციასა და 1995 წელს მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო შორეული პლანეტის აღმოჩენაზე მუშაობისთვის დააჯილდოვეს.
2018 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა, ფრანგმა და კანადელმა მეცნიერებმა მიიღეს, რომლებიც ლაზერს იკვლევდნენ.