მოქალაქეები ჰყვებიან, რომ კიბერშანტაჟის მსხვერპლები გახდნენ. საქმე ეხება ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელსაც მათივე თქმიით, ტიკ-ტოკის პლატფორმიდან უვრცელებენ.
ისინი ჰყვებიან, რომ შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო და რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებისგან ითხოვენ.
მოქალაქეებმა ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრატორის ვინაობაც გაიგეს და მასთან სახლში მივიდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა. ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი, ჩხუბში მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
"ადამიანებს ურთავენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აშანტაჟებენ ფულის გამოძალვით და ა.შ. ერთ-ერთთან ჩვენ მივედით, ამ ადამიანმა გამოაქვეყნა დედაჩემის სახელი და გვარი, ფოტო და დააბულინგა...
ძალადობენ ფსიქოლოგიურად ადამიანებზე, სძალავენ თანხებს და შემდეგ ემუქრებიან თავიანთი შექმნილი ექაუნთებით"- აცხადებენ მოქალაქეები.