logo
ENG



ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის

02 თებ 202420:02
3 წუთის საკითხავი
 

საჯარო სკოლის ნაცემი მოსწავლე კვლავ კლინიკაში რჩება. ბავშვს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი და აქვს სხვა დაზიანებები სახეზე. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ფორმულას ინფორმაციით, მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა 10-ზე მეტი თანასკოლელი. ის, რომ მოსწავლეები მანამდეც დაპირისპირებული იყვნენ სკოლაში ყველამ იცოდა.

რატომ არ ჰქონდა სასწავლო დაწესებულებას რეაგირება პრევენციის მიზნით და რატომ დაუმალეს ფაქტი პოლიციას. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არწმუნებდნენ, რომ მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი იყო.


close დახურვა