logo
ENG



ფილიპინებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც ქვეყნის პოლიციის უფროს გადაჰყავდა

05 მარ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 
kb6yceefhzmjh7q.png

ფილიპინებში ვერტმფრენმა, რომელსაც ქვეყნის პოლიციის უფროსი და მისი თანამშრომლები გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო და დასახლებაში ჩავარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ცუდი ხილვადობა სახელდება. 


close დახურვა