logo
ENG



ფილმებმა, რომლებსაც ოსკარის მოპოვება სურთ, მრავალფეროვნების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ

13 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში რაზისმის წინააღმდეგ მზარდი საპროტესტო ტალღის ფონზე, ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია ახალ კრიტერიუმებზე მუშაობს. ფილმებმა, რომლებსაც ოსკარის მოპოვება სურთ, მრავალფეროვნების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ.

აკადემიაში აცხადებენ, რომ ახალი პრინციპების ჩამოსაყალიბებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, კინორეჟისორები კი ვალდებულები იქნებიან, დაიცვან ეს სტანდარტები, რათა მათი ნამუშევრები ოსკარის ნომინანტთა სიაში მოხვდნენ.

ახალ რეკომენდაციებზე მუშაობის დასრულება 31 ივლისამდე იგეგმება. ცნობილია, რომ წესები არ გავრცელდება იმ ფილმებზე, რომლებიც ოსკარის მოსაპოვებლად 2021 წლის ცერემონიაზე იბრძოლებენ. 


close დახურვა