logo
ENG



ფილმის And Then We Danced ბილეთების 99,6% უკვე გაიყიდა

03 ნოე 201917:53
3 წუთის საკითხავი
 
z4pt58qxnf6x66i.jpg

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების 99,6% უკვე გაყიდულია. პრემიერამდე 5 დღით ადრე საქართველოს კინოთეატრებში 5687 ბილეთია გაყიდული.

ფილმზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 30 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო პრემიერა 8 ნოემბერს გაიმართება. ჩვენებები 8-10 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ქართულ-შვედური გეიდრამის ჩაშლით „ქართული მარში“ იმუქრება, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე განსაკუთრებული ზომების მიღება არ იგეგმება.

ლევან აკინის ფილმი შვედეთმა ოსკარზე წარადგინა.


close დახურვა