logo
ENG



ფილმის And Then We Danced ჩვენებას საპატრიარქო გამოეხმაურა

06 ნოე 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
8h1lokov5hwvgq4.jpg

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ფილმის საჯარო ჩვენებას კატეგორიულად გაემიჯნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული ხასიათის ფილმი საზოგადოების ცნობიერების შეცვლას და ცოდვის ლეგალიზებას უწყობს ხელს, თუმცა აქვე მიუთითებენ, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე სხვადასხვა ჯგუფების წევრები მუქარის ტონს ცვლიან და ისევ ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან, მათ შორის სასულიერო პირებიც. ისინი ფილმს საშიშს უწოდებენ და დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აანონსებენ. 

ფილმის ირგვლივ ხმაური მხოლოდ იმ მიზეზის გამო ატყდა,რომ ის სექსუალური უმცირესობების ცხოვრებას და პრობლემებს ეხება. შვედურ-ქართული კოპროდუქციის შემოქმედებითი ჯგუფი არც პრემიერას დაესწრება და დღეს კომენტარსაც  აღარ აკეთებს, თუმცა მათი პოზიცია უცვლელია - მიუღებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მხატვრული ნაწარმოების აკრძალვა. 

ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. კინოთეატრ „ამირანის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სეანსების ჩაშლას არ დაუშვებს.

განცხადება შსს სამინისტრომაც გაავრცელა და განმარტა, რომ საზოგადოების უსაფრთხოებას და წესრიგს დაიცავს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დაცვა სჭირდება.

„გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვიპოვეთ და რასაც დაცვა სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულრიება და დემონსტრირება, რაც საზოაგდეობის აღშფოთებას გამოიწვევს. თუ ვინმე რაიმე ზღვარს სცდება, ამით დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები “ -  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - შვედეთის სახელით ოსკარზე წარდგენილი სურათია, რომელის გადაღებაც სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რეჟისორმა, ლევან აკინმა 17 მაისს თბილისის ქუჩებში რელიგიის სახელით ჰომოფობიური ძალადობა ნახა.

 


close დახურვა