სულ ცოტა დრო რჩება ვარსკვლავური სეზონის გამარჯვებულის გამოვლენამდე. სამზარეულოს ომებში კულმინაციური ეტაპია, სამმა წყვილმა ურთულესი კონკურენციის პირობებში ფინალში გასვლა შეძლო, დღეს კი ერთმანეთს მენიუს შედგენასა და მომზადებაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ვარსკვლავი 50 ათას ლარს, მისი მეწყვილე პროფესიონალი მზარეული კი 25 ათას ლარს მიიღებს.
