logo
ENG



ფინანსთა მინისტრის მოადგილე პარლამენტში სტვენით შეაცილეს

28 ნოე 201911:41
3 წუთის საკითხავი
 
dnesrymi4ov5t1h.jpg

პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შედიან. საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მივიდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეც, რომელიც აქციის მონაწილეებმა შენობაში სტვენით და შეძახილებით შეაცილეს.

პარლამენტის შენობის შესასვლელი ბლოკირებულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებს და აქციის მონაწილე მოქალაქეებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმებოდა, თუმცა პოლიცია ოპოზიციის წევრებს მომზადებული დახვდა. პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიცია მობილიზებულია. საკანონმდელო ორგანოსთან მისასვლელი ყველა გზა რკინის ჯებირებით არის გადაკეტილი.

 


close დახურვა