logo
ENG



ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

05 მარ 202416:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/53fr754zq9p8paj.jpg

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მოადგილედ დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

"მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. 


close დახურვა