logo
ENG



ფინეთი უკრაინას 159 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

28 ივნ 202415:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/28/70oefnvay5gefj6.jpg

ფინეთი უკრაინას 159 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ, რიგით 24-ე პაკეტს გაუგზავნის.

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიხედვით, რომელიც უკრაინის საერთაშორისო დახმარებას აკონტროლებს, ფინეთმა 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის, 239 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უზრუნველყო.

"ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმასთან ბრძოლაში. ეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი თავისუფალი ხალხის არსებობის უფლებას ეხება", - თქვა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, რას მოიცავს კონკრეტულად პაკეტი და მისი მიწოდების დრო არ ზუსტდება. 

ფინეთმა და უკრაინამ აპრილში ხელი მოაწერეს უსაფრთხოების 10 წლიან შეთანხმებას. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინას ფინეთმა უკვე 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. 

 


close დახურვა