logo
ENG



ფინეთი უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

25 აგვ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/j4tcxe9fnumz1p7.jpg

ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს არის უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-18 პაკეტი, რომლის გადაცემის გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიინისტომ დღეს გამოაცხადა.

"ფინეთისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით არის ის, რომ შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა.

დამატებითი დეტალები დახმარების შესახებ ცნობილი არ არის. საერთო ჯამში ფინეთის მიერ უკრაინისთვის დღემდე მიწოდებული თავდაცვის დახმარების ყველა პაკეტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს.


close დახურვა