ფინეთის ახალი პრემიერ მინისტრი მოვალეობის შესრუჯლებას შეუდგა.
34 წლის სანა მარინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, პარლამენტმა მთავრობის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო და ტრანსპორტის სამინისტროს უძღვებოდა.
მთავრობის შემადგენლობა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. ახალ კაბინეტში 19 მინისტრიდან 12 ქალი იქნება.