logo
ENG



ფინეთის მთავრობამ პარლამენტს NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა

05 დეკ 202215:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/waami4k7j4j6hoa.jpg

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფინეთის მთავრობამ პარლამენტს NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა.

"5 დეკემბერს, ფინეთის მთავრობამ პარლამენტს NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა. წინადადების პროექტზე კონსულტაციებმა 1600-მდე პასუხი მიიღო. მთავრობამ განიხილა წინადადება პასუხებზე დაყრდნობით და დასაბუთება შეავსო მთავრობისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამშრომლობის, NATO-ს საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის როლის შესახებ განმარტებებით", - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო ამბობს, რომ პარლამენტის მიერ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული უმრავლესობით, რადგან მისი თქმით, საუბარი არ არის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემაზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა შვედეთთან ერთად NATO-ს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. პროცესი მოითხოვს ალიანსის 30-ვე წევრის რატიფიცირებას. უნგრეთი და თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.


close დახურვა