ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.
როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.
"NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი NATO-ში გაწევრიანებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნაბიჯები სწრაფად, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიდგმება", - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა გადაწყვეტილებას გადახედეს და აქტიურად დაიწყეს საუბარი ალიანსთან შეერთებაზე.
ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.