logo
ENG



ფინეთს 34 წლის პრემიერ-მინისტრი ეყოლება

09 დეკ 201914:57
3 წუთის საკითხავი
 
azj5kf8x2t7e47t.jpg

ფინეთს 34 წლის პრემიერ-მინისტრი ეყოლება. სოციალ-დემოკრატებმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ტრანსპორტის მინისტრის სანა მარინის კანდიდატურა წარადგინეს, რომელსაც ამ კვირაში დაამტკიცევენ.

34 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერის სახელით შევა. მისი წინამორბედი ანტი რინე გასულ კვირას გადადგა. მიზეზი კოალიაციაში მომხდარი უთანხმოება გახდა. კოალიციაში შემავალმა ცენტრისტების პარტიამ უკმაყოფილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრის მუშაობის მიმართ და მას უნდობლობა გამოუცხადა. 


close დახურვა