logo
ENG



ფინური მაღაზიები რუსეთიდან შემოტანილ ალკოჰოლს და სხვა პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებენ

28 თებ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/yk8wdv5m13vg6tf.jpg

ფინური მაღაზიები რუსეთიდან შემოტანილ ალკოჰოლს და სხვა პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებენ.

ფინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ალკოჰოლურმა მაღაზიამ Alko და საცალო კოოპერატივმა S-Group განაცხადეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მაღაზიების თაროებიდან ყველა რუსულ პროდუქტს აიღებენ. 

"ის, რაც უკრაინაში ხდება, შოკისმომგვრელია". - განაცხადა  S-Group-ის წარმომადგენელმა.

მთლიანობაში, მაღაზიების თაროებიდან აიღებენ 50 დასახელების რუსულ პროდუქტს - როგორც ალკოჰოლს, ისე საკვებს, სპორტულ ინვენტარს და ტექსტილს. 

S-Group-ის ქსელმა ანალოგიური გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო. 

ეს კომპანია ფინეთში 1800-ზე მეტ ფილიალს ფლობს.


close დახურვა