logo
ENG



ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია

07 დეკ 201919:42
3 წუთის საკითხავი
 
8gxw84122pknb23.jpg

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის, 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცია, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას 45 სახანძრო სამაშველო ბრიგადა ცდილობდა და მაშველები 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. 

ადგილობრივების თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს დასახლებული პუნქტიდან ბენზინგასამართი სადგურის გატანა, თუმცა უშედეგოდ. 
"ბავშვი ყვიროდა ჩქარა, კალონკას უკიდია ხანძარი და წამოდიო. საშინელ მდგომაროებაში ვართ, ბომბზე ვზივართ",- ამბობს ადგილობრივი მცხობრები.
ჩუხურეთის რაიონის გამგებელის თქმით, ამ ეტაპზე აფეთქების გამომწვები ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია. 
"წინასწარი ინფორმაციით გვაქვს ასეთი შედეგი, ავტომანქანიდან, რომელიც საწვავის მზიდია, ტერმინალში გადატანის დროს ალბათ მოხდა გაზის დაგროვდება. კრიმიინალური სამსახური უკვე მუშაობს ამ საკითხზე და ძალიან მალე გვეცოდინება გამომწვევი მიზეზები",-აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე. 
დაშავებულები უკვე საავამყოფოში არიან გადაყვანილნი და როგორც ექიმები ამბობენ, 5-დან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
გამოძიება240-ზე მუხლით მიმდინაროებს, რაც გულისმხობს იმას, ადგილზე სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. 

close დახურვა