ფიქტიური სამსახურები და გაბერილი შტატები. ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ იჩენს თავს, სპეციალისტების შეფასებით, სწორედ პოლიტიკურ და პარტიულ მიზანს ემსახურება. ამის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა ბორჯომი, სადაც მაგალითად ერთ აიპის 10 გამგე ჰყავს. აუდიტის სამსახურის დასკვნაში გამოვლინდა საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტებიც.