ფიჯის პოლიცია იკვლევს რუსი ოლიგარქის იახტას, რომელიც ფიჯის კუნძულზე საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე შევიდა.
Reuters-ს ეროვნულმა პოლიციამ დაუდასტურა, რომ ხომალდის კაპიტანი დაკითხეს.
ფიჯის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა რუსი მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის სუპერიახტა Amadea, ვისაც აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ Amadea ფიჯის ლაუტოკას პორტში შევიდა და აშშ-ის საელჩო თანამშრომლობდა ფიჯის ხელისუფლებასთან.
„აშშ ჩართულია იმ ოლიგარქების აღმოჩენასა და მათი აქტივების დაყადაღებაში, ვინც რუსეთის ფედერაციის სასტიკი, არაპროვოცირებული ომს უკრაინაში მხარს უჭერს.
ჩვენ და რამდენიმე ჩვენმა ევროკავშირის პარტნიორმა უკვე დავაყადაღეთ ან გავყინეთ ამ ოლიგარქების ბევრი აქტივები. ჩვენ ახლოს ვმუშაობთ ევროპაში ხელისუფლებებთან და კერძო სექტორში პარტნიორებთან და მთელ სამყაროში, მათ შორის ფიჯიში“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დელეგაცია ფიჯიში ასევე ითხოვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.