logo
ENG



ფლანგვა: ალტ-ინფოს პარტიის ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლის ტერიტორიიდან უწევენ

30 მარ 202212:34
3 წუთის საკითხავი
 

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ.

"ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებგვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.

ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა პრორუსულ დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა დააფუძნეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა