logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, შსს-მ რეკლამაში 21-ჯერ მეტი თანხა დახარჯა

16 ივლ 202015:13
3 წუთის საკითხავი
 
43kbua1ignt6em9.jpg

„ფლანგვის დეტექტორმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016-2020 წლების სარეკლამო ხარჯები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, შსს-მ ამ პერიოდში სარეკლამო ხარჯებში 747 000 ლარი დახარჯა.

გარდა ამისა, 2018 წელს სარეკლამო ხარჯებში შსს-მ 394,207 ლარი დახარჯა, რაც 21-ჯერ აღემატება 2017-ის მონაცემებს. 

„ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო საჯარო ინფორმაციას მალავს და უცნობია, კონკრეტულად რაში იხარჯება თანხა.

მხოლოდ 2018-2019 წლებში “რეკლამაზე” დახარჯული თანხა 21 გამომძიებლის 2 წლის ხელფასს უდრის“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა