logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ქუთაისში პარლამენტის შენობა უფუნქციოა, მისი შენახვა კი 690 000 ლარი ჯდება

10 ოქტ 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
ixzowx76ynt353p.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" სოციალურ ქსელში ქუთაისის პარლამენტის შენობაზე ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა.

„პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით. წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ. ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე,“ - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში. 


close დახურვა